პირველი YouTube ვიდეო — „მარტო გერგეტზე“
ეს არის ჩემი პირველი YouTube ვიდეო — ისტორია ერთი ღამის შესახებ, რომელიც გერგეტის სამების ტაძართან, მარტო, კარავში გავატარე. თავიდან ეს უბრალოდ კიდევ ერთი თავგადასავალი უნდა ყოფილიყო. ავიღე კარავი, რომელიც წყალგაუმტარი არც კი იყო, და გადავწყვიტე ღამე მთაში მარტო გამეტარებინა. საღამოს კი წვიმა დაიწყო. სიბნელე, ქარი, სიცივე და კარვის შიგნით შემოსული წყალი იმაზე მეტად რეალური აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა. ვიდეოში არ მინდოდა მხოლოდ „თავგადასავლის“ ჩვენება. მინდოდა, მაყურებელს ეგრძნო ის ემოცია, რაც იმ მომენტში მქონდა — შიში, დისკომფორტი, მარტოობა და ამ ყველაფერთან ერთად საკუთარი თავის უკეთ გაცნობის პროცესი. ვიდეო მთლიანად თავად გადავიღე, დავამონტაჟე და მოვუყევი ჩემი ხედვით — DJI Action 5 Pro კამერით, iPhone-ით და დრონით გადაღებული კადრების გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე storytelling-ს, გარემოს ხმებს, მუსიკას, ფერებს, რიტმსა და კადრების მონტაჟით ემოციის შექმნას. ვიდეოს გამოქვეყნებიდან პირველივე კვირაში 40,000-ზე მეტი ნახვა დააგროვა — რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო ჩემი პირველი YouTube ვიდეო. ეს პროექტი ჩემთვის იყო არა მხოლოდ ვიდეოს შექმნა, არამედ პირველი ნაბიჯი იმ მიმართულებით, სადაც შემიძლია გავაერთიანო გადაღება, მონტაჟი, storytelling და ადამიანებთან ემოციური კავშირის შექმნა.